ჩვენი მიმდინარე პროექტის "სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისათვის ორენოვანი სწავლა-სწავლების დანერგვის საშუალებით" ფარგლებში ვაცხადებთ კიდევ ერთ ტენდერს სხვადასხვა ვიზუალური მასალის ბეჭდვაზე.
ეს მასალებია
- ფლეშქარდები: 64 კომპლექტი, თითო კომპლექტში 74 ქარდი. ზომა - 11x8 სმ.
- სიტუაციური ნახატები: 64 კომპლექტი, თითო კომპლექტში 134 ნახატი. ზომა - 11x11 სმ.
- ფლეშკა: 16 ცალი
- სამუშაო ბარათები: A4 ფორმატის 19800 ცალი.
ვიზუალური მასალები, როგორც დამხმარე, სასწავლო და შემეცნებითი მასალები განკუთვნილია კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების არაქართულენოვანი საბავშვო ბაღებისთვის.
ტენდერზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა - 15 ნოემბერი!
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები გამოაგზავნეთ მისამართზე - თბილისი, მცხეთს ქ. 8/90, CCIIR-ის ოფისი.