ჩვენი მიმდინარე პროექტის "სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისათვის ორენოვანი სწავლა-სწავლების დანერგვის საშუალებით" ფარგლებში ვაცხადებთ ტენდერს პოსტერების ბეჭდვაზე. პოსტერები განკუთვნილია კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების არაქართულენოვანი საბავშვო ბაღებისთვის, როგორც დამხმარე ვიზუალური, სასწავლო და შემეცნებითი მასალები.
სულ უნდა დამზადდეს პოსტერების 8 კოპლექტი (ზომა 110 სმ/83 სმ), თითო კომპლექტში - 24 სხვადასხვა პოსტერი.
ტენდერზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა - 15 ნოემბერი!
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები გამოაგზავნეთ მისამართზე - თბილისი, მცხეთს ქ. 8/90, CCIIR-ის ოფისი.