დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელსაც ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation -თან თანამშრომლობით ვახორციელებთ!
პროექტი - სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისათვის ორენოვანი სწავლა-სწავლების დანერგვის საშუალებით ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულის, გარდაბნის, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 6 სოფელსა და ქალაქს მოიცავს.
პროექტის განხორციელების შედეგად:
✔️ ეთნიკური უმცირესობის 6 საბავშვო ბაღში ბილინგვური განათლების საჭიროებაზე მორგებული მოდელი დაინერგება, რაც საშუალებას მისცემს მათ უპასუხონ ადგილობრივი თემების თანამედროვე მოთხოვნებს.
✔️ ბაღები აღიჭურვება თანამედროვე ბილინგვური და CLIL-ის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით.
✔️ სამიზნე ბაღების წარმომადგენლები აიმაღლებენ პროფესიულ უნარებსა და მიიღებენ ბილინგვური მეთოდიკით სწავლებისათვის საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.
✔️ 400-ზე მეტ სკოლამდელი ასაკის ბავშვს განუვითარდება კოგნიტური უნარები, გაიუმჯობესებს ქართული და მშობლიური ენის ფლობის დონეს და უკეთ იქნება მომზადებული სკოლაში სწავლისათვის.
✔️ ბილინგვური განათლების სკოლამდელ დაწესებულებებში დანერგვისათვის მომზადდება ეფექტური მეთოდიკის გამოყენების პრაქტიკული მაგალითი, რომლის გავრცობა და გადაღება სხვა ბაღებსა და სასკოლო პროგრამებშიც იქნება შესაძლებელი.
CCIIR-ი ბილინგვური განათლების პროგრამებს, საპილოტე რეჟიმში უკვე ახორციელებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში (პროექტი - საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით / OSCE HCNM).
მიმდინარე ორივე პროექტი მხარს უჭერს საზოგადოების ინტეგრაციის პროცესს სწორედ მულტილინგვური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.
პროექტში ჩართული ბაღების წარმომადგენლებთან პირველი ტრენინგ-შეხვედრა ჩაატარა პროექტის მოწვეულმა ტრენერმა/ექსპერტმა - ანნა გოლუბევამ.