პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ ფარგლებში (დონორი ორგანიზაცია - OSCE HCNM), 28-29 სექტემბერს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბაკურიანში. შეხვედრაში მონაწილეობა მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის კურსის (როგორც საბაკალავრო ისე ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე) ლექტორებმა მიიღეს.
პროექტში ჩართულმა თითოეული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა წარადგინა ანგარიში იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაა ქართულ ენაში მომზადების პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ არჩევითი საბაკალავრო კურსის პილოტირება-დანერგვის საკითხი. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს რა ფორმითა და სტატუსით არის ჩართული „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ კურსი ქართულ ენაში მომზადების ახალ (სააკრედიტაციო) პროგრამაში. განიხილეს მოსაზრებებიც/წინადადებებიც „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ არჩევითი საბაკალავრო კურსის პოპულარიზაციისა და სტუდენტებისთვის ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზების შესახებ.