ტენდერი ცხადდება პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTCP) ფარგლებში, ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით. პროექტის განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი საქართველოში და რეგიონალური განვითარების კავშირი „ტამასი“, აზერბაიჯანი.
მომსახურების აღწერა:
ტენდერში მონაწილე სასტუმროებმა უნდა უზრუნველყონ:
32 ადამიანის განთავსება სასტუმროში 3 ღამით
სამჯერადი კვება 4 დღის განმავლობაში
საკონფერენციო ოთახი 4 დღის განმავლობაში
ორჯერადი ყავით შესვენება და გამაგრილებელი სასმელები ტრენინგის მიმდინარეობისას.
სავალდებულო მოთხოვნები:
სასტუმროს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სასტუმრო უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არაუმეტეს 250 კმ-ის დაშორებით
სასტუმროს ნომრებს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური სველი წერტილი
სასტუმროში უნდა იყოს ხანძარსაწინაარმდეგო სისტემა.
მომსახურების გაწევის პერიოდი: თებერვლის მეორე ნახევარი (ზუსტი თარიღები დაზუსტდება და მიეწოდება შერჩეულ სასტუმროს).
ტენდერში მონაწილე სასტუმროებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
სასტუმროს რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა.
დაინტერესებულებმა სატენდერო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მცხეთის ქუჩა 8/90. საკონტაქტო პირი: მამუკა ჭეიშვილი.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი 17:00 საათი.
CCIIR დაუკავშირდება მხოლოდ იმ სასტუმროებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.