ენდერი ცხადდება პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTCP) ფარგლებში, ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით.

პროექტის განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი საქართველოში და რეგიონალური განვითარების კავშირი „ტამასი“, აზერბაიჯანი.

 

პროექტი ითვალისიწინებს ბენეფიციარი სკოლებისთვის, ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის გზამკვლევთა პაკეტის შექმნას და მათ მიწოდებას მიზნობრივი ჯგუფებისათვის. კერძოდ, პროექტის ფარგლებში შემდეგი გზამკვლევები შეიქმნა:

ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება. გზამკვლევი ტრენერებისა და სკოლების სასწავლო პროცესისი ხელმძღვანელებისთვის;
ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება. გზამკვლევი მასწავლებლებისთვის;
ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება. გზამკვლევი მშობლების ჩართულობისა და კლასგარეშე აქტივობებისთვის სკოლებისთვის;
სამოქალაქო აქტივიზმი, ღირებულებებზე დაფუძნებული ინიციატივები და მისი განხორციელების გზები. გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის.
პროექტის ითვალისწინებს აღნიშნული გზამკვლევების ბეჭდვას. საბეჭდი მასალის შინაარსი, ფორმატი და ილუსტრაციები CCIIR-ის მიერ იქნება მიწოდებული.

ტენდერში მონაწილე პირები ვალდებულნი არიან, მათი შემოთავაზება აკმაყოფილებდეს იმ ინსტრუქციებს, ვადებს და პირობებს, რომლებიც მითითებულია სატენდერო განაცხადში. აღწერილი ვალდებულებების დაუცველობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.

სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადა და პროტოკოლი : შემოთავაზებები მიიღება არა უგვიანეს 2019 წლის 20 თებერვლისა, თბილისის დროით 17:00 საათამდე ფოსტით ან პირდაპირ შემდეგ მისამართზე: თბილისი, მცხეთის ქ. 8/90, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ოფისი.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ ფაილი