2-5 და 9-11 ნოემბერს, ბაკურიანში ტრენინგები მოწვეულმა ტრენერებმა - თამარ ჯაყელმა და დესპინე ქოიავამ (განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო) და განათლების ექსპერტმა, ანნა გოლუბევამ ჩაატარეს.
მათი სატრენინგო სესიების ძირითადი თემატიკა იყო: კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული პედაგოგიკის საფუძვლების გააზრება, ენისა და საგნის ინტეგრირებულად და ეფექტიანად სწავლება საგანმანათლებლო რესურსის „შევიმეცნოთ სამყარო ქართულად“ გამოყენებით, რესურსის სტრუქტურის გააზრება. მეორე მხრივ, დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის CLIL-ის (ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება) მეთოდის, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ყოველდღიურ სასწავლო პროცესში დანერგვისთვის.
პროექტს CCIIR ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.