CCIIR-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ერთობლივი პროგრამა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის" [PITA] ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ლექტორებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
ვინაიდან ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა (1+4 პროგრამა) ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების საკითხების ასახვა პროგრამის ადმინისტრირებაში. სამუშაო შეხვედრა სწორედ ამ მიმართულებით კვლევასა და სწავლებაზე დისკუსიას დაეთმო. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:
✔️ პროგრამაში ჩართული პერსონალის ხედვები სწავლების გასაუმჯობესებლად
✔️ კვლევის ტიპები და მათი ინტეგრირება სწავლების პროცესში - როგორ შევარჩიოთ საკვლევი საკითხი, რომელიც აკადემიურ ინტერესებსა და პროგრამის პრიორიტეტების ეხმიანება
✔️ სტუდენტები და მათი საჭიროებები (კვლევის მეთოდები)
✔️ აკადემიურ პერსონალს შორის თანამშრომლობა
✔️ ადმინისტრაციული პროცედურები თუ მრავალფეროვნების მართვა
✔️ აკადემიური პერსონალის პრაქტიკის კვლევა (კვლევის დიზაინზე მუშაობა)
სამუშაო შეხვედრა ნათია გორგაძემ, განათლების სპეციალისტმა ჩაატარა, PITA-ს ერთ-ერთი კომპონენტის - პროგრამის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება ფარგლებში.