CCIIR-ის მიმდინარე პროექტში "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" სკოლების გარდა, ჩართულია კონკურსში შერჩეული 7 საბავშვო ბაღი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან.
პროექტის ეს ფაზა ითვალისწინებს ბილინგვური განათლების პროგრამის განხორციელების გზით, ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებში ბავშვებმა შესაბამისი სკოლამდელი განათლება მიიღონ.
15-17 სექტემბერს, ბაკურიანში, მოწვეულმა ტრენერმა ანნა გოლუბევამ და ნათია გორგაძემ, განათლების სპეციალისტმა პროექტის ბენეფიციარი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის უკვე მეოთხედ ჩაატარეს სატრენინგო სესიები. სამდღიანი შეხვედრების მთავარი თემა ბავშვებში კომუნიკაციური უნარების განვითარება იყო.
პროექტის დონორი ორგანიზაცია: ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OSCE HCNM).