28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" ფარგლებში გაიმართა მორიგი სატრენინგო სესიები პროექტის ბენეფიციარი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან.

 ტრენინგები ჩაატარა პროექტში ჩართულმა, მოწვეულმა ტრენერმა ანა გოლუბევამ. როგორია ესტონურ-რუსული ბაღების გამოცდილება, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმნწიფო ენის დაუფლება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აღსაზრდელებისთვის განათლების სკოლამდელ საფეხურზევე, როგორ გავხადოთ სწავლების პროცესი მოქნილი თანამედროვე ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებით, რა მნიშვნელოვანი ასპექტებია გასათვალისწინებელი მშობლებთან ურთიერთობისას, თამაშით სწავლა-სწავლების რა ტექნიკები არსებობს, როგორ გავხადოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი აქტივობები უფრო საინტერესო და სახალისო - ეს იყო ის ძირითადი საკითხები რაზეც ყურადღება იქნა გამახვილებული ტრენინგების განმავლობაში.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ეს მიმდინარე პროექტი ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ბილინგვური განათლების პროგრამის განხორციელებას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების შვიდ საბავშვო ბაღში, სადაც ამის საჭიროება და მზაობა არსებობს. გარდა ამისა, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას.