22-25 დეკემბერს, ბაკურიანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება" (Prepare for Diversity and Develop Tolerance Among the Youth of Georgia (DTYG)) ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით და ის ითვალისწინებს: საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტებისათვის (1+4 პროგრამის ბაზაზე), ასევე საბაკალავრო პროგრამების ყველა მიმართულების სტუდენტებისათვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ საუნივერსიტეტო კურსის შემუშავებას, ამ კურსისთვის სილაბუსებისა და ადეკვატური მასალის დამუშავებას, აკადემიური პერსონალის მომზადებას, კურსის აკრედიტაციისა და მისი განხორციელებისათვის ხელშეწყობას.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორმა და სამიზნე სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც შემდეგი საკითხები განიხილეს: საბაკალავრო კურსის თემატიკა, კურსის სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი) და სტუდენტთა მიერ მისი არჩევის ხელშეწყობის სტრატეგიები, სილაბუსების შედგენის ახალი მოთხოვნები, მასწავლებლის გზამკვლევის შედგენა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ახალი სტრუქტურა და სხვ.