20-24 დეკემბერს, CCIIR-მა ბაკურიანში გამართა სატრენინგო სესიები პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას.ტრენინგები, რომლებიც ბილინგვური სწავლების მეთოდიკას შეეხებოდა, ჩატარდა პროექტში ჩართულ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბილინგვური განათლების პროგრამის განხორციელებას სწორედ ამ სამიზნე რეგიონების შვიდ საბავშვო ბაღში, სადაც ამის საჭიროება და მზაობა არსებობს.