2018 წლის 15-17 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

რიგით მესამე კონფერენციას სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) ერთად აწყობს. მისი მიზანია განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა წარმოადგინონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე არაუგვიანეს 15 დეკემბრისა. სამუშაო თემების, რეგისტრაციის წესების, თეზისების გაფორმებისა ან/და სხვა კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაცია ნახეთ მოცემულ ბმულზე:

seltame.tsu.ge/leng/1