აზერბაიჯანული სკოლების დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეხვდა. გია მამულაშვილმა მათ ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი გააცნო.
სახელმძღვანელო დირექტორებს მენეჯმენტის პრონციპებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული წარმატებული სკოლის სტანდარტების დანერგვაში ეხმარება.

სკოლის დირექტორის პრაქტიკულ გზამკვლევში წარმატებული სკოლის მახასიათებლები და მაგალითებია განხილული. გარდა ამისა სახელმძღვანელოში აღწერილია თუ როგორ უნდა შეადგინონ დირექტორებმა სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და განახორციელონ მისი მონიტორინგი.

სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ცენტრის ხელმძღვანელი მუდმივად მართავს შეხვედრებს სკოლების დირექტორებთან, მასწავლებლებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან.