პროექტის „გახდი თანამონაწილე“ (Go and Participate) ფარგლებში ახალქალაქში ჩატარდა მიკრო-გრანტით დაფინანსებული ქართული ენის კონკურსის ფინალი. კონკურსის შედეგად სხვადასხვა სკოლის, ორხ ჯგუფად დაკომპლექტებული 20 მოსწავლიდან გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული ქართული ენისა და ლიტერეტურის შესახებ წინასწარ მომზადებული კითხვების შედეგად. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს დამატებით სიმბოლური საჩუქრები.
კონკურსი ორგანიზებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაქართულენოვანი სტუდენტების მიერ, რომელნიც უნივერსიტეტში ჩაირიცხენ საშეღავათო პოლიტიკის შედეგად და გადიან ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამას ქართულ ენაში უმაღეს სასწავლებლებში სწავლების გასაგრძელებლად.
აღიშნული სტუდენტები შეირჩნენ და დატრენინგდნენ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის „გახდი თანამონაწილე“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება 2011 წლის ნოემბრიდან. პროექტი დაფინანსდა საერთაშორისო საარჩევნო სისტემებისა (IFES) და ამერიკის განვითარების ფონდის (USAD) მიერ.