სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი აგრძელებს პროექტის "არაქართული სკოლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელების პროცესში" განხორციელებას.

პროექტი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს არაქართული სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების უზრუნველყოფას პრაქტიკული და საგნობრივი გზამკვლევებით მშობლიურ - სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
პროექტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრსა და სასწავლო გეგმებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შორის. ამ მემორანდუმის ფარგლებში დაზუსტდა იმ პრიორიტეტული გზამკველვების სია, რომლის თარგმნაც პროექტის ფარგლებში მოხდებოდა. შესაბამისად, ცენტრმა დაიწყო 6 დაწყებითი საფეხურის საგნობრივი გზამკვლევის, კერძოდ კი, (ა) ბუნებისმეტყველების, (ბ)მათემატიკისა, (გ) მუსიკის, (დ) ხელოვნების , (ე) სპორტისა და ჩვენი საქართველო თარგმნითი სამუშაოები. ამ დროისათვის ნათარმგმნი და დაკაბადონებულია 5 სახელმძღვანელო. „ჩვენი სამშობლოს “ თარმნითი სამუშაოები დასრულდება მაისი ბოლოს. პროექტის ფარგლებში ასევეა დაგეგმილი არაქართულენოვანი სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების ამაღლება სკოლის დირექტორის სტანდარტის და გზამკვლევის გაცნობითი ხასიათის სემინარებისა და 2011-2016 წლების სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების ორგანიზებით საშუალებით. დაგეგმილია 50-ზე მეტი შეხვედრის ორგანიზება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ცენტრბში. შეხვედრებში აქტიურად იქნებიან ჩართულები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები და თანამშრომლები