"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველ კვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ გამოცემა. ჟურნალი იბეჭდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში . ამჯერად გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეშვიდე ნომერი, რომელშიც მოცემულია პრაქტიკოს ტრენერთა სტატიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ბილინგვური განათლების გზით სახელმწიფო ენის სწავლის მდგომარეობა ჯავახეთსა და ქვემო ქართლში; გორში მეორე ენის სწავლების პრაქტიკული ასპექტები; შედარებითი გრამატიკა ბილინგვური სწავლების კონტექსტში ოსური და ქართული ენების მაგალითზე; მშობლიური ენის სწავლების მეთოდიკა ბილინგვური განათლების პროცესში; პრესის მასალებზე მუშაობის რეკომენდაციები და ა.შ.

ჟურნალი ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და პროექტის ფარგლებში არაქართულენოვან სკოლებს ურიგდებათ უსასყიდლოდ. ჟურნალი ხელს უწყობს ბილინგვური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და სამეცნიერო და აკადემიური კვლევების განვითარებას.

pdf"ბილინგვური განათლება" #7