2012 წლის 12 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ განახორციელებული პროექტის „ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა ბილინგვური განათლების გზით“ პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამის - ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის (EIDHR) ფარგლებში. პროექტი მოიცადა 2009 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრის პერიოდს და განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

• ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კურსის სტრუქტურის ჩამოყალიბება და მასწავლებელთა ტრენინგისათვის არსებული უმთავრესი საჭიროებების შეფასება;
• შემუშავდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისათვის საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო;
• შეიქმნა სატრენინგო მოდული დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისათვის საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლებისათვის. 18 ტრენერი-მასწავლებელი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან გადამზადდა ბილინგვური სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის სწავლება-გავრცელებაში;
• დაწყებითი სკოლის 488 მასწავლებელი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან გადამზადდა ბილინგვური სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში.
• ქართულ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდა ბროშურები ბილინგვური განათლეის შესახებ და სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 1000-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია ბილინგვური სწავლების უპირატესობებზე.

პროექტიის განხორციელებისას სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პარტნიორები იყვნენ ლატვიური ენის ათვისების სახელმწიფო სააგენტო (LVAVA) და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი.