სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) დაიწყო პროექტის “არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში“ განხორციელება „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტი მიზნად ისახავს არაქართულენოვან სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მეთოდური მასალებითა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების გზით.

პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისკენ მიმართული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას. დაგეგმილი მასალის თარგმნა და სკოლებისთვის დარიგება, სამუშაო შეხვედრები და სემინარები ხელს შეუწყობს მასწავლებლებისა და დირექტორების ცოდნისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობების განხორციელება:

(ა) დირექტორის პროფესიული სტანდარტის თარგმნა და არაქართულენოვანი სკოლებისთვის მიწოდება;

(ბ) მასწავლებელთა საგნობრივი გზამკვლევების თარგმნა და არაქართულენოვანი სკოლებისთვის მიწოდება;

(გ) სკოლის დირექტორის გზამკვლევის თარგმნა და არაქართულენოვანი სკოლების ადმინისტრაციისთვის მიწოდება;

(დ) არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან 40 სემინარის ორგანიზება საგნობრივი გზამკვლევების გაცნობის მიზნით ;

(ე) დირექტორებისთვის 1 დღიანი სემინარის ორგანიზება სკოლის ეფექტურად მართვის საკითხებზე.