"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველკვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ გამოცემა. ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,, მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში .

ამჯერად , გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეხუთე ნომერი, რომელშიც, ქართველ ავტორებთან ერთად წარმოდგენილია უცხოელ ავტორთა სტატიებიც. სტატიები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის, ბილინგვური განათლების როლი ზოგად განათლებაში ესტონეთის მაგალითზე, ინტერკულტურული მგრძნობელობის გაზომვა ქართველ სტუდენტებში,შენიშვნები ქართველ-ებრაელთა სამეტყველო ინტონაციის შესახებ და ა.შ. პროექტის ფარგლებში ჟურნალი ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ურიგდებათ არაქართულენოვან სკოლებს.

 

 

ჟურნალი ხელს უწყობს ბილინგვური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და სამეცნიერო და აკადემიური კვლევების განვითარებას.ჟურნალში სტატიები ხუთი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი:

(1) ბილინგვური განათლების თეორია, კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა; (2) საქართველოში ბილინგვური განათლების 40 საპილოტე სკოლაში განხორციელებული პროგრამებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია; (3) ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიური ასპექტები;(4) ბილინგვური სკოლებისა და პროგრამების მართვა;(5) პასუხები ბილინგვურ განათლებასთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

pdf"ბილინგვური განათლება" # 5