სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) შეიმუშავა და გამოსცა სახელმძღვანელო “სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობა, გზამკვლევი სკოლების ადმინისტრაციისთვის”.

სახელმძღვანელო გამოიცა პროექტის “არაქართულენოვანი სკოლების ინტეგრაცია განათლების რეფორმის პროცესში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

 

 სახელმძღვანელოს პირველ თავში განხილულია ლიდერობის თეორიები განათლებაში, მოცემულია ზოგადი აღწერა როგორი უნდა იყოს სკოლის დირექტორი, როგორც სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი (Instructional Leader). სახელმძღვანელოს მომდევნო თავებში კი განხილულია სასწავლო პროცესის ხელმძღვანელისათვის მნიშვნელოვანი 3 ასპექტი: (ა) სასწავლო გეგმის შემუშავება და განხორციელება; (ბ) მასწავლებელთა შეფასება და პროფესიული განვითარება; (გ) გაკვეთილზე დასწრება და საგაკვეთილო პროცესის შემოწმება.

 აღნიშნული სახელმძღვანელო სასარგებლო და საინტერესო იქნება სკოლის მოქმედი ხელმძღვანელებისთვის, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებისთვისა და განათლების ადმინისტრირების სფეროში მომუშავე სხვა სპეციალისტებისთვის. სახელმძღვანელო ასევე დააინტერესებთ მოქმედ პედაგოგებს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე. და ბოლოს, გამოცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აუდიტორიად მოიაზრება სტუდენტები, რომლებიც მართვისა თუ სწავლების მიმართულებით განათლების პროფესიაში შესვლას გეგმავენ.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სახელმძღვანელოს თარგმნა და გამოცემა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სახელმძღვანელოს სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ვერსიები უფასოდ დაურიგდებათ არაქართულენოვანი სკოლის ხელმძღვანელებს