"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველკვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილიგვური განათლების’’ გამოცემა.

ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,, მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში . ამჟამად, გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მესამე ნომერი, რომელშიც შეიძლება იხილოთ ენის სწავლების ფსიქოლოგიური ასპექტების, ბილინგვური განათლების სხვადასხვა პროგრამების ეფექტურობის, ბილინგვური განათლების კოგნიტური უპირატესობების შესახებ არსებული კვლევების ანალიზი, აგრეთვე ენის კომუნიკაციური სწავლებისა და შეცდომების ანალიზის შესახებ სტატიები.

 

ჟურნალი ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანილ ენებზე და ურიგდებათ არაქართულენოვან სკოლებს.

ჟურნალი ხელს უწყობს ბილინგვური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და სამეცნიერო და აკადემიური კვლევების განვითარებას.

ჟურნალში სტატიები ხუთი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი : (1) ბილინგვური განათლების თეორია, კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა; (2) საქართველოში ბილინგვური განათლების 40 საპილოტე სკოლაში განხორციელებული პროგრამებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია; (3) ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიური ასპექტები; (4) ბილინგვური სკოლებისა და პროგრამების მართვა;(5) პასუხები ბილინგვურ განათლებასთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

pdf"ბილინგვური განათლება" # 3 (2010)