21 ოქტომბერს, სოფ. ვარიანში გაიმართა იაკობ გოგებაშვილის 160 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზებასა და წარმოდგენაში 3 ცენტრის - ახალდაბის, შინდისასა და ვარიანის ახალგაზრდები, პედაგოგები და მშობლები იყვნენ აქტიურად ჩაბმული. ღონისძიებაზე სკეჩებად იქნა წარმოდგენილი ნაწყვეტები გოგებაშვილის შემოქმედებიდან, შესრულდა სიმღერები და ცეკვები

. ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა და ადგილობრივ საზოგადოებსთან ერთად სხვადასხვა არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომდგენლებიც ესწრებოდნენ. ფოიეში ასევე მოეწყო მოზარდების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 ეს აქტივობა პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრების“ ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც ჰოლანდიური ლტოლვილთა ფონდის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ამ ეტაპზე, ადგილობრივ სკოლებში არსებული 13 ახალგაზრდულ ინიციატივების ცენტრების სიცოცხლისუნარიანობისა და მომავალი დაფინანსების წყაროს მოძიებაა პრიორიტეტი. პროექტის საბოლოო ამოცანა კი, ცენტრების შესაბამის სახელმწიფო სტურქტურებისათვის გადაცემა, მათი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების უზრუნველყოფა, მათ შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა და არსებული მოდელის სხვა რეგიონებში გავრეცელებაა.