2009 წლის დეკემბრიდან სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახორციელებს პროექტს “ბილინგვური განათლების გზით ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა” ევროკავშირის პროგრამის - ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანების უფლებებისათვის (EIDHR) ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შეირჩა 18 ტრენერი. პროექტის საექსპერტო ჯგუფი მოამზადებს ტრენერებს, ხოლო 2011 წლიდან ტრენერები გადაამზადებენ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყველა არაქართულენოვანი სკოლის თითო დაწყებითის მასწავლებელს ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრენერების მომზადება 3 ეტაპად. 2010 წლის 1-5 ოქტომბერს და აგრეთვე 14-18 ოქტომბერს ჩატარდა ტრენერების მომზადების ორი ეტაპი.
ტრენინგზე დამუშავდა შემდეგი საკითხები:

 - სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობა კონფლიქტების პრევენციასა და დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
- სახელმწიფო ენა, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის საფუძველი.
- ინტერკულტურული განათლება და ენა, როგორც კულტურის წყარო.
- ბილინგვური სწავლების გამოცდილება. მოდელების მიმოხილვა;
- თემატიკის შერჩევა ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლებისთვის 1-VI კლასებში;
- ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების გაკვეთილის დაგეგმვა 1-6 კლასის ყველა საგნისთვის;
- ბილინგვური სწავლების პროცესის დაგეგმვა დაწყებით კლასებში.
- მოზრდილთა განათლების პრინციპები.
- ტრენერის როლი და კომპეტენციები.
-ტრენინგის მიზნებისა და პროგრამის განსაზღვრა.
- მასწავლებელთა ტრენინგის დაგეგმვა