2010 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარტალამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ პრეზენტაცია.

ჟურნალი გამოიცემა ,,სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ პროექტის ,,მულტილინგვური რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისიის ოფისის მხარდაჭერით. ჟურნალი ყოველკვარტალურად გამოიცემა და ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 

მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაქართულენოვანი სტუდენტებიც, რომელთაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ჟურნალის პირველ და მეორე ნომერს. ყველა დაინტერესებულ სტუმარს ჟურნალი გადაეცა საჩუქრად.

pdf"ბილინგვური განათლება" # 2 (2010)