სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ განხორციელდა სამეცნიერო–საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ პირველი ნომრის გამოცემა.


ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,, მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში .

 

ჟურნალი გამოიცემა ორ თვეში ერთხელ და ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბილინგვური განათლების შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას, აგრეთვე სამეცნიერო და აკადემიური კვლევების განვითარებას.

ჟურნალში სტატიები ხუთი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი : (1) ბილინგვური განათლების თეორია, კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა; (2) საქართველოში ბილინგვური განათლების 40 საპილოტე სკოლაში განხორციელებული პროგრამებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია; (3) ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიური ასპექტები; (4) ბილინგვური სკოლებისა და პროგრამების მართვა;(5) პასუხები ბილინგვურ განათლებასთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ შეკითხვებზე;

pdf"ბილინგვური განათლება" # 1(2010)