2010 წლის 15 ივნისს, ,,თბილისი მერიოტში’’ გაიმართა ,,სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ განხორციელებული პროექტის ,,არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა მულტილინგვური განათლების რეფორმის პროცესში,, პრეზენტაცია;

პროექტი განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) პროგრამის ,,ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში’’ ფარგლებში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა კოლინ ბეიკერის სახელმძღვანელოს ,,ბილინგვური განათლება და ბილინგვიზმი’’ თარგმანი და გამოცემა, ორგანიზაციის ექსპერტთა მონაწილეობით აგრეთვე შეიქმნა ,,ინტერკულტურული განათლების პრაქტიკული სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის’’. აღნიშნული წიგნები გადაეცათ პრეზენტაციაზე დამსწრე ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე დაურიგდებათ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონის სკოლის მასწავლებლებს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე პრეზენტაციის ორგანიზატორებმა უპასუხეს სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

pptპროექტის შედეგების პრეზენტაცია