2010 წლის მაისში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის (IRC) ფინანსური მხარდაჭერით, ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს ტრენინგები ჩაუტარა.
ტრენინგების მიზანი იყო დევნილი ახალგაზრდებისთვის ტრენერის უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ სიცოცხლისუნარიანი და მოთხოვნაზე მორგებული საბავშვო და ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროგრამების წარმართვა.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ 2010 წლის მაისის თვეში ჩატარდა 2 ტრენინგი ორ სხვადასხვა ჯგუფთან. ტრენინგში მთლიანობაში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლში მცხოვრებმა 45 ახალგაზრდამ.