2010 წლის მაისში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო პროექტის “მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა” განხორციელება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ცენტრი შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:
• შემუშავდება ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მეთოდური სახელმძღვანელო 7-12 კლასების 7 საგანში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
• შეიქმნება თვალსაჩინოებათა პაკეტი ენის ინტეგრირებული სწავლების ხელშესაწყობად დაწყებითი კლასებისთვის;
• პროექტის ფარგლებში ორ თვეში ერთხელ გამოიცემა ჟურნალი ,,ბილინგვური განათლება’’, რომლის თარგმნა განხორციელდება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც;
• ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების, ბილინგვური განათლების პროგრამის მომზადების, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით მომზადდებიან განათლების რესურს ცენტრისა და ენის სახლების თანამშრომლები.