პროექტის სახელწოდებაა „ ქართული ენის სწავლების ერთწლიანი პროგრამული მოდულის მომზადება არაქართულენოვანი აბიტურიენტებისათვის.’’ პროექტს აფინანსებს ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველო“.
2009 წლის ნოემბერში განათლებისა და მეცნირების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა უმცირესობათა პრობლემების გათვალისწინებით. კერძოდ არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები გამოცდას ჩააბარებენ მხოლოდ ზოგად უნარებში, მათთვის ცალკე კვოტები გამოიყოფა უმაღლეს სასწავლებლებში და უმაღლესი სასწავლევბლის პირველ კურსზე ისინი შეისწავლიან სახელმწიფო ენას (ქართულს) 60 კრედიტის ფარგლებში.მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თავად უმაღლესი სასწავლებლების მოუმზადებლობა, რაშიც იგულისხმება კვოტირების შედეგად ჩაირცხული სტუდენტების მომზადება მეორე ენის სწავლების მიმართულებით.
აღნიშნული პროექტის მიზანია შეიქმნას ერთიანი ე.წ. ‘’ჩარჩო კურიკულუმი’’და შეფასების სტანდარტები არაქართულენოვან სკოლადამთავრებული აბიტურიენტებისათვის, რომელთაც წარმატებით გადალახეს ზოგადი უნარების გამოცდა (ტესტირება ) მშობლიურ ენაზე და სწავლის გასაგრძელებლად ესაჭიროებათ ენობრივი კომპეტენციების ამაღლება სახელმწიფო ენაში(ქართულ ენაში). აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე პროექტი ითვალისწინებს:
1) 1–წლიანი ჩარჩო კურიკულუმის მომზადებას საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისათვის.
2) 60 კრედიტზე გაწერილი პროგრამული მოდულისა საგნობრივი სილაბუსების მომზადებას .
3) აღნიშნულ სილაბუსებზე დაფუძნებული reader–ების შექმნას.
4) შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავებას .
5) არაქრთულენოვანი აბიტურიენტებისათვის ქართული ენის პროფესორ –მასწავლებელთა გადამზადების პროცესს ( თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან 2 პროფესორ–მასწავლებელი, სულ 10 უმაღლესი სასწავლებელი.)