სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნაბათშორისი ურთიერთობების ცენტრი 2010 წლის ივნისიდან იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას ,, არაქართულენოვანი სკოლების ჩართვა განათლების რეფორმაში’’, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით.

მოცემული პროექტი ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
1) ვებ–გვერდის www.ganatleba.ge -ის ფუნქციონირებას ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
აღნიშნული ვებ–გვერდი მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეების შესახებ.მოცემულია განათლების სისტემაში არსებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ერთნიარად ხელმისაწვდომია სამივე ენაზე. აგრეთვე მოცემულია მეთოდური მასალები მასწავლებლებისათვის. გარდა ამისა, ვებ–გვერდის საშუალებით შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება იმ პროექტების და ტენდერების შესახებ, რომლებიც შეეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს. მნიშვნელოვანია კითხვა/პასუხის ბლოგი, რომლის საშუალებითაც განათლების სპეციალისტები და ექსპერტები გასცემენ პასუხებს დაინტერესებულ პირებს( მასწავლებლებს, დირექოტრებს, სტუდენტებს , მშობლებს) მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

 

2) პროექტის ფარგლებში იგეგმება ‘’ მართვის სახელმძღვანელოს ‘’ შექმნა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. აღნიშნული სახელმძღვანელო მოემსახურება არაქართულენოვანი სკოლების მენეჯერებს და დაეხმარება მათ მართვის პროცესებში. 125 სომხური და 110 აერბაიჯანული სკოლა მიიღებს აღნიშნულ სახელმძღვანელოს.

3) პროექტი ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას არაქართულენოვანი სკოლების დირექტორთათვის.
235 არაქართულენოვანი სკოლის დირექტორი მონაწილეობას მიიღებს 1 დღიან ტრენინგში, რომელიც შეეხება სკოლის მართვის საკითხებს.სულ იგეგმება 11 ტრენინგის ორგანიზება სამცხეჯავახეთისა და ქვემო– ქართლის 8 ოლქში.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1) ჟურნალ „მასწავლებლის“ აზერბაიჯანულ და სომხური ვერსიების შექმნა .
2) 200 გვერდიანი მოცულობის სკოლის მართვის სახელმძღვანელოს შექმნა ქართულ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე