სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებთშორისი ურთიერთობების ცენტრმა 2009 წელს განახორციელა პროექტი "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის პროცესში". პროექტი დაფინანსდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მახრდაჭერით.
პროექტის ფარგლებში გამოიცა ჟურნალ "მასწავლებლის" სომხური და აზერბაიჯანული ვერსია, აგრეთვე მეთოდური სახელმძღვანელოს "სასწავლო და პროფესიული გარემოს" სომხური და აზერბაიჯანული ვერსიები.

პროექტის ფარგლებშივე შეიქმნა ვებ-პორტალი www. ganatleba.ge არაქართულენოვანი სკოლებისთვის: ვებ-[პორტალი განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების ოედაგოგებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის; ნებისმიერ მსურველს 3 ენაზე (ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად) შეუძლია გაეცნოს უახლეს ინფორმაციას უმცირესობათა განათლების პროცესის მიმდინარეობაზე, აგრეთვე სპეციალურ პროგრამებს, მრავალფეროვან რესურსებს - მეთოდიკურ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, საკანონმდებლო დოკუმენტაციას...
ვებ-პორტალის საშუალებით რეგიონების წარმომადგენლებს შეუძლიათ დასვან კითხვები ამა თუ იმ საკითხზე საგანმანათლებლო სფეროდან და მიიღონ კომპეტენტური პასუხები.

ჟურნალ ”მასწავლებლის” ახალი ნომრების, სახელმძღვანელოების არაქართულენოვანი სკოლებისთვის გადაცემისა და აგრეთვე ვებ-გვერდის პრეზენტაციის მიზნით, ჩატარდა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან შეხვედრები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართა 24 სექტემბერს ახალქალაქში, 25 სექტემბერს ნინოწმინდასა დ ახალციხეში, 6 ოქტომბერს ბოლნისსა და დმანისში, 7 ოქტომბერს მარნეულსა და გარდაბანში და 9 ოქტომბერს წალკაში. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში ადგილებზე დაურიგდათ მასწავლებლებს მეთოდიკური წიგნი: „სასწავლო და პროფესიული გარემო“, აგრეთვე ჟურნალ „მასწავლებლის“ 2009 წლის I და I I ნომერი. ადგილებზევე მოხდა ვებ-გვერდის www.ganatleba.ge პრეზენტაცია და ვებ-პორტალის სტრუქტურაში მასწავლებლების გარკვევა.