სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახორციელებს პროექტს "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის პროცესში". პროექტი ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხრდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოიცა “ბილინგვური განათლება, სამაგიდო წიგნი მასწავლებლებისთვის”. აღნიშნული სახელმძღვანელო ითარგმნა ლატვიური ენიდან და წარმოადგენს შესანიშნავ რესურს ბილინგვურ კლასებში მომუშავე პედაგოგებისთვის. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო “მულტილინგვური განათლების პროგრამის” განხორციელება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეირჩა 40 საპილოტე არაქართულენოვანი სკოლა, რომელთაც უნდა მოახდინონ ბილინგვური პროგრამების პილოტირება. გამოცემული “ბილინგვური განათლება, სამაგიდო წიგნი მასწავლებლებისთვის” იქნება შესანიშნავი რესურსი საპილოტე სკოლებისთვის.
აღნიშნული სახელმძღვანელო დაურიგდება ყველა არაქართულენოვან სკოლას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.