2009 წლის 4 მაისს თელავში  "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნე-ბათშორისი ურთიერთობების ცენტრის" პროექტის - "სამოქალაქო გა-ნათლების რესურს-ცენტრები " ფარგლებში, რომელიც ხორციელდება " ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის"  დაფინანსებით და სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში, გაიმართა მეორე შეხვედრა.

 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრების ხელმძღვანელები შეხვდნენ რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრა გაიმართა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვ-ნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი სიმონ ჯანაშია და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე. შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, სამეურვეო საბჭოს წევრები, მშობლები.

 შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ძირითად ასპექტებზე ისაუბრა სიმონ ჯანაშიამ. კერძოდ მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე სიახლეზე: ა) სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლის შედეგად:
1) სახელმძღვანელოს შეაფასებენ არა მარტო სასწავლო გემისა და შეფასების ცენტრის არამედ გარე ექსპერტებიც, გათვალ-ისწინებული იქნება გამომცემლობების თვითშეფასებაც;
2) შეფასების კრიტერიუმებს დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, როგორიცაა სახელმძღვანელოს ფასი;
3) გრიფირების მოქმედები ვადა გაიზარდა 3 დან 5 წლამდე, რაც შეამცირებს ხარჯებს იმ ოჯახებისთვის, სადაც სხვადასხვა ასაკის ორი მოსწავლე ცხოვრობს.
(ბ) სიახლეებია ეროვნული შეფასების მიმართულებითაც. განათ-ლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეარჩია 40 საპილოტე სკოლა საერთო ეროვნული შეფასების პილოტირებისთვის, რომელიც ჩა-ტარდება 2009 წელს, მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და შემოდგომაზე მათემატიკაში. აღნიშნული შე-ფასების შედეგები არ იქნება საჯაროდ გამოქვეყნებული, არამედ იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპილოტე სკოლების შიდა მოხმარებისათვის, რათა გამოვკვეთოთ შედეგები, პრობლემები, ხარვეზები და დავსახოთ შესაბამისი მოქმედების გეგმა.

მოახლოებულ სასერტიფიკაციო გამოცდებზე ინფორმაცია მიაწოდა დამსწრეებს სოფო გორგოძემ.
სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყება 2010 წლიდან. მასწავ-ლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს რამ-დენიმე პროექტს ამ პროცესის ხელშესაწყობად: 1) უშვებს ორ თვეში ერთხელ ჟურნალ “მასწავლებელს”; 2) გამოუშვა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ზოგად უნარებში დამხმარე სახელმძღვანელო; 3) შეიქმნა ვებ-გვერდი წწწ.პედაგოგი.გე, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სკოლაში არსებული. ვაკანსიები; 4) ევროპის საბჭოს პროგრამა “ჰესტალოცის” ფარგლებში ხელს უწყობს მასწავლებელთა გადამზადებას სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი ისტორიის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება 2009 წლის ივ-ნისში, ქალაქ კიევში.