2009 წლის 26 აპრილს მარნეულში `სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის~ პროექტის – ~სამოქალაქო განათლების ცენტრები თელავსა და მარნეულში~ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება `ევრაზიის თანამშრომ-ლობის ფონდის~ დაფინანსებით და სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში, გაიმართა შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვ-ნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის არასამთავრობო ორგანი-ზაციები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მშობლები. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი სიმონ ჯანაშია და მასწავ-ლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის წარმო-მადგენელი მაია ჭილაშვილი.

სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, კერძოდ ა) სახ-ელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლის შედეგად: 1) სახელმძღვანელოს შეაფასებენ არა მარტო სასწავლო გემისა და შეფასების ცენტრის არამედ გარე ექსპერტებიც, გათვალის-წინებული იქნება გამომცემლობების თვითშეფასებაც; 2) შეფასე-ბის კრიტერიუმებს დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, როგორიცაა სახელმძღვანელოს ფასი; 3) გრიფირების მოქმედები ვადა გაიზარდა 3 დან 5 წლამდე, რაც შეამცირებს ხარჯებს იმ ოჯახებისთვის, სადაც სხვადასხვა ასაკის ორი მოსწავლე ცხოვრობს. (ბ) სიახლეები ეროვნული შეფასების მიმართულები-ტაც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეარჩია 40 საპილოტე სკოლა საერთო ეროვნული შეფასების პილოტირე-ბისთვის, რომელიც ჩატარდება 2009 წელს, მე- კლასის მოსწავ-ლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და შემოდგო-მაზე მათემატიკაში; (გ) სახელმძღვანელოების დისტრიბუციის ახალ წესზე და გაქირავების სისტემის ამუშავებაზე. მშობლებს და სკოლებს ექნებათ საშუალება გააქირავონ და იქირავონ სახელმძღვანელოები, რაც სახელმძღვანელოებისთვის გასაწევ ხარჯებს მინიმუმადე დაიყვანს მშობლისთვის. აღნიშნული მექანიზმის ეფექტურად განსახორციელებლდა სასწავლო გეგე-მების და შეფასების ცენტრი გეგმავს სკოლის ადმინისტრა-ციისთვის ტრენინგების ჩატარებას. აღნისნული ტრენინგების ჩატარება ადგილობრივი არასამტავრობო ორგანიზაციების მეშ-ვეობით განხორციელდება; (დ) ბილინგვური განათლების რე-ფორმის ფარგლებში შეირჩა 40 საპილოტე სკოლა ქვემო ქართლში, ჯავახეთსა და თბილისში. Mოხდება აღნიშნული სკოლების ბილინგვური პროგრამების დამატებით დაფინანსება 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან; (ე) სასწავლიო გეგემბისა და შეფასების ცენტრი იმუშავებს ინტერკულტურული განათ-ლების გამყოლ სტანდარტს, რათა ინტერკულტურული განათ-ლების ასპექტები სრულად აისახოს სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებში; (ვ) საჯარო სკოლის დირექტორის აღცევ-ნებთან დაკავშირებით სამინისტრომ შეცვალა სახელმწიფო ენაში ფუნქციური წერიოს ტესტის მოთხოვნა, ფუნქციური წეირს ნაცვლად ჩატენის არდა კომუნიკაციური ფლობის განსასაზღვრი ტესტი. ამასთანავე სკოლის დირექტორობის კანდიდატებებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ენის კურსები გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებული პროგრამებით; (ზ) სახელმძღვანელოების თარგმანს(მათ შორის აზერბაიჯანულ ენებზე) ტენდერში გამარჯვებული ორგანი-ზაციების ნაცვლად უზრუნველყოფენ უშუალოდ სახ-ელმძღვანელოების გამომცემლები. შასწავლო გეგმების და შფასების ცენტრუ უზრუნველყოფს თარგმანის ხარისხის კონტროლს
მოახლოებულ სასერტიფიკაციო გამოცდებზე ინფორ-მაცია მიაწოდა დამსწრეებს მაია ჭილაშვილმა მან აგრეთვე ისაუბრა არაქართულენოვანი სკოლების მას-წავლებელთა გადამზადების და დასაქმების პრო-გრამებზე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორ-ციელებს რამდენიმე პროექტს ამ პროცესის ხელშესაწყობად: 1) უშვებს ორ თვეში ერთხელ ჟურნალ “მასწავლებელს”, რომელიც ითარგმნება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც; 2) გამოუშვა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ზოგად უნარებში დამხმარე სახელმძღვანელო, რომლეიც აგრეთვე გადაითარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ზემოთმით-ითებული ცენტრის მიერ; 3) შეიქმნა ვებ-გვერდი www.pedagogi.ge, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სკოლაში არსებული. ვაკან-სიები; 4) ევროპის საბჭოს პროგრამა “ჰესტალოცის” ფარგლებში ხელს უწყობს მასწავლებელთა გადამზადებას სხავდასხვ ქვეყ-ნებში. ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი ისტორიის მასწავლე-ბელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგში მონაწილეო-ბისთვის, რომელიც ჩატარდება 2009 წლის ივნისში ქალაქ კიევში; 5) არაქართულენოვან სკოლებში გაიგზავნები ქართული ენის ექსპერტ/მასწავლებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხს. Aმ ექსპერტ/პედაგოგების ანაზღაურება იქნება 1000 ლარამდე, რათა ვუზრუნველყოთ მაქსიმალურად კვალიფიციური კადრების მოზიდვა;; 6) სახელმ-წიფო ბიუჯეტში ცადებულია 100 000 ლარი, რომელიც მოხ-მარდება ქართული ენის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებს ექნება შესაძლებლობა გაიარონ აკრედიტებული მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების პროგრამები; 7) იგეგმება “ენის სახლების” გახსნა ქვემო ქართლის რეგიონშიც, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთში. “ენის სახ-ლები ხელს შეუწყობს რეგიონში სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის გაუმჯობესებას