2009 წლის 6 აპრილს მარნეულში "სამოქალაქო ინტე-გრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერ-თობების ცენტრის" პროექტის – "სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრები" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" დაფინანსებით და სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში, გაიმართა შეხვედრა მიზნობრივ ჯგუფთან – რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან და საქართველოს სახალხო დამცველ ბატონ სოზარ სუბართან. შეხვედრა ეხებოდა ქვემო ქართლის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს და სახალხო დამცველის პოლიტიკასა და სტრატეგიეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრში.შეხვედრაზე სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითად ასპექტებზე, პოლიტიკასა და სტრატეგიაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა ბატონმა სოზარ სუბარმა შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, აზრი გამოეთქვათ ქვემო ქართლის რეგიონში არსებული პრობლემების თაობაზე ადამიანის უფლე-ბათა დარღვევის მიმართულებით. სეხვედრის განმავლობაში ყველზე მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა, რომელსაც უპასუხა საქართველოს სახალხო დამცველმა.