მარნეულის რაიონის სოფელ მოლა-ოღლის აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ყოველკვარტალური ჟურნალის ”მასწავლებელი” აზერბაიჯანულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

უკვე გამოვიდა ჟურნალის ორი ნომერი და სექტემბრის ბოლოს გამოვა მესამეც. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა" ითავა ჟურნალ "მასწავლებლის" აზრებაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა-გამოცემა და აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში გავრცელება.

 

პროექტი ხორციელდება ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისარიატის ფინანსური მხარდაჭერით. უკვე გამოვიდა და სკოლების უმრავლესობაში დარიგდა "მასწავლებლის" პირველი ნომრის აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ვერსიები. მოლა ოღლის სკოლის ყველა მასწავლებელს დაურიგდა ჟურნალის პირველი ნომრის აზერბაიჯანულენოვანი ვერსია.

ჟურნალის ”მასწავლებელი” აზერბაიჯანულენოვანი ვერსიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალბატონი სანდრა რულოვსი, ქვემო ქართლის გუბერნატორმა ბატონი დავით კირკიტაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე