პროექტი: "მულტიკულტურული განათლებისა და მრავალფეროვნების სწავლების საერთაშორისო კურუკულუმის შექმნა" (DOIT)
თარიღი: 2015
სტატუსი: დასრულებული
პროექტი "მულტიკულტურული განათლებისა და მრავალფეროვნების სწავლების საერთაშორისო კურუკულუმის შექმნა" (DOIT) განხორციელდა ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია დაეხმარა საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელს (თსუ, ილიაუნი, სოხუმის, სამცხე-ჯავახეთის და თელავის უნივერსიტეტები) მულტიკულტურული განათლების სასწავლო პროგრამის შექმნაში და მრავალფეროვნების წამახალისებელი საუნივერსიტეტო გარემოს უზრუნველყოფაში.
კონსორციუმი
ისრაელი და ევროპელი პარტნიორები:
• გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი
• სახნინის აკადემიური კოლეჯი
• კაიის აკადემიური კოლეჯი
• ჰერცლიის ინტერდისციპლინური ცენტრი
• საფირის აკადემიური კოლეჯი
• ნეგავის ბენ–გურიონის უნივერსიტეტი
• ჰერცლიის ინტერდისციპლინური ცენტრის სტუდენტური კავშირი
• კობლენც–ლანდაუს უნივერსიტეტი
• ლონდონის ბრაიტონის უნივერსიტეტი
• ლონდონის უნივერსიტეტის განათლების ინსტიტუტი
• ზემო ავსტრიის საგანმანათლებლო უნივერსიტეტი
• ჰანის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
• იან ტონისონის ინსტიტუტი
• კონფესიათაშორისი დიალოგის ასოციაცია
ქართველი პარტნიორები:
• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
• სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
• თსუ
• სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
DOIT–ის სტუდენტთა გუნდები: ისრაელი: გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯის სტუდენტები, სახნინის აკადემიური კოლეჯის სტუდენტები და ჰერცლიის ინტერდისციპლინური ცენტრის სტუდენტური კავშირი.
საქართველო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
DOIT–ის შესახებ - DOIT–ი კურიკულუმის რეფორმის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც
შვიდი ქვეყნის 21 ინსტიტუტს აერთიანებს. მისი მიზანია მულტიკულტურული განათლების,
მრავალფეროვნებისა და ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა ისრაელისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ის მრავალმხრივი პროგრამაა, რომელიც კონსორციუმის მიერ ახალი ინოვაციური კურსების შექმნით, პილოტირებითა და ინტეგრაციით პროგრამაში მონაწილე ისრაელისა და საქართველოს უნივერსიტეტებისა და
კოლეჯების კურიკულუმებში ასახავს მრავალფეროვნებასა და ბავშვთა უფლებებს. DOIT–ის პროგრამა მოიცავს ინტერკულტურული ურთიერთობების განვითარების კლასგარეშე აქტივობებს სტუდენტებისთვისაც.
TEMPUS - ის შესახებ - TEMPUS–ი ევროპის კომისიის პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს
უმაღლესი განათლების მოდერნიზაციას ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში აღმოსავლეთ
ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის ქვეყნების აკადემიური პერსონალის თანამშრომლობას. გარდა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობისა, TEMPUS–ი ხელს უწყობს ინდივიდების თანამშრომლობასაც. TEMPUS–ი,
ძირითადად, მხარდაჭერით უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს, რომლებიც კონსორციუმს ქმნიან. ეს უკანასკნელი ევროკომისიის მიერ კონკრეტული რეგიონისთვის (რეგიონებისთვის) განსაზღვრულ პრიორიტეტულ პროგრამებს
შეიმუშავებს და ახორციელებს (http://eacea.ec.europa.eu/tempus/).
აქტივობები & მიღწევები:
• პროექტის სამიზნე 5 უმაღლეს სასწავლებელში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მყოფი სტუდენტებისა და მოქმედი ლექტორებისთვის შეიქმნა ახალი კურსები, სამიზნე რეგიონების კულტურული სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლებიც მხარს უჭერენ მულტიკულტურულ განათლებასა და ადამიანის უფლებებს. თითოეული კურსი მოიცავს შესაბამის სილაბუსებს, სასწავლო მასალებს, გაკვეთილის გეგმას და სხვა. ძირითადი კურსები რომლებიც დაინერგა არის: სასწავლო კურსი ბავშვთა უფლებების შესახებ; პედაგოგიური მიდგომები კლასში ინტერკულტურული გარემოს შექმნელად; იდენტობის ფორმირება მულტიკულტურულ გარემოში;
• ჩატარდა ფაკულტეტის წარმომადგენლების ვორქშოფები.უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან CCIIR - მა ჩაატარა ტრენინგები ახლადშექმნილი კურსების /კურიკულუმის განხორციელებასთან დაკავშირებით. მათთვის შემუშავდა დამატებითი სასწავლო სახელმძღვანელოებიც.
• ჩატარდა გარე საუნივერსიტეტო ღონისძიებების ტუდენტებისთვის ინტერკულტურული ურთიერთობების მხარდასაჭერად. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა სტუდენტთა გუნდებთან ერთად შეიმუშავა აქტივობების ციკლი მათი სოციალური ჩართულობის, ინტერკულტურულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის გაზრდისთვის. ძირითადად შეთავაზებული სტუდენტური აქტივობები საუნივერსიტეტო დონეზე მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: სადისკუსიო ვიდეო- ჩვენება, დისკუსია/ მოწვეული სტუმარი, ლექცია/ დისკუსია, საინტერესო ფილმების კინოჩვენება, ექსკურსიების ციკლი, სტუდენტური კლუბის შექმნის ინიცირება, ესეების კონკურსი და სხვა. ე.წ. კლასგარეშე აქტივობებმა განამტკიცა მულტიკულტურალიზმთან, მრავალფეროვნებასა და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული ის ცოდნა, ფასეულობები და ქცევა, რასაც საფუძველი პროგრამის ფარგლებში შექმნილმა კურსებმა ჩაუყარა.
• პროექტის ცნობადობისა და კონსორციუმის წევრების ერთობლივი მუშაობისთვის შეიქმნა ვებპორტალი http://tempus-doit.sapir.ac.il