2014
დასრულებული

პროექტი: „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“
თარიღი: 2014
სტატუსი: დასრულებული

 

პროექტი „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის დაფინანსებით.

პროექტის მიზანია: საქართველოს განათლების სისტემაში სოციალური თანასწორობის მხარდაჭერა; არსებული ვაუჩერული დაფინასების პროგრამის ეფექტურობისა და განათლების სისტემაში მისი შედეგების კვლევა; აგრეთვე კვლევის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციები პოზიტიური ცვლილებებისათვის.

პროექტის ამოცანები:
• სკოლების დაფინანსების ფორმულისა და მისი ერთ მოსწავლეზე გადანაწილების შედარებითი კვლევის ინიცირება.
• მეცნიერების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზოგადოების სხვა წევრების ჩართულობის გაზრდა საჯარო პოლიტიკის გაუმჯობესებისა და მისი ადვოკატირების პროცესში.
• კვლევის შედეგების გათვალისწინებით/შედეგებზე დაყრდნობით დაფინანსების ალტერნატიული ფორმულის შემუშავება, რომელიც მორგებულია სკოლების რეალურ საჭიროებებს.
• რეკომენდაციების შემუშავება სკოლების დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებისთვის თანასწორობის კონტექსტში.
• რეკომენდაციების გაცნობა პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართული ადამიანებისთვის.
• დაფინანსების სიტემაში, თანაბარი შესაძლებლობების კუთხით, პოზიტიური ცვლილებების ინიცირება სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან.

პროექტის ბენეფიციარები:
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული ცენტრები
• 470 - ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის დირექტორი საქართველოს მასშტაბით
• ფოკუს ჯგუფებში მონაწილე 24 მოსწავლე და 24 მასწავლებელი

არაპირდაპირი ბენეფიციარები:
• 2200 - ზე მეტი სკოლა, რომელზეც პოზიტიურ გავლენას მოახდენს პროექტის შედეგები და პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები ახალი ფორმულის შექმნაზე.
• დაახლოებით 560 000 მოსწავლე და 78 000 მასწავლებელი, რომელიც ისარგებლებს უკეთესი დაფინანსების სისტემით და ექნება ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
• მკვლევარები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები და სამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში განათლების დაფინანსების პოლიტიკის გაუმჯობესების შესახებ.

კვლევის მეთოდოლოგია:

სამაგიდე კვლევა - კველევის ფარგლებში შერჩეული 440 კერძო და საჯარო სკოლების 2009-2013 წლების ფინანსური დოკუმენტაციის (წლიური ბალანსი; საწყისი ნაშთი წლის დასაწყისში; ხარჯები მუხლების მიხედვით) შედარებითი ანალიზი.

რაოდენობრივი კვლევა/დირექტორთა გამოკითხვა - გამოიკითხა 432 სკოლის დირექტორი.

თვისებრივი კვლევა/ფოკუსჯგუფები და ინტერვიუები - ჩატარდა 3 ფოკუსჯგუფი მშობლებთან, 3 - მოსწავლეებთან და 3 - მასწავლებლებთან; 1 ფოკუსჯგუფი ჩატარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან; ასევე ჩატარდა 6 ჩაღრმავებული ინტერვიუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან.

აქტივობები/მიღწევები:

• პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც განათლების დაფინანსების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
• პროექტის შედეგების შესახებ თოქ-შოუები მოეწყო მედიაში. კერძოდ, რადიო თავისუფლებისა და რადიო 1 - ის ეთერში.
• ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა და გამოიცა კვლევის ანგარიში, რომელიც სრულად მოიცავს განათლების პოლიტიკასა და დაფინანსებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც CCIIR - მა კვლევის ფარგლებში შეისწავლა და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა.
• გაიმართა პროექტის შედეგების პერზენტაცია, რომელსაც 50 - მდე დაინტერესებული მხარე დაესწრო.

კვლევის ანგარიშის ელ.ვერსია: http://cciir.ge/upload/text/geo/1413789181_CCIIR_GEO_11-5pt_edited%20Vouchers%20for%20printing.pdf