პროექტი: „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“
თარიღი: 2014/15
სტატუსი: დასრულებული
პროექტი „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით.
პროექტის მიზანი: არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გაძლიერება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში ჩართვის გზით.
პროექტის ამოცანები და შესრულებული აქტივობები:
• უმცირესობის სკოლებში მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც გულისხმობდა მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მაწავლებელთა ახალი სტანდარტისა და პროფესიული განვითარების ახალი სქემის გასაცნობად, მიმდინარე განათლების რეფორმისა და მისი მოსალოდნელი პოზიტიური შედეგების შესახებ მათთვის საინფორმაციო მასალების მიწოდებასა და დისკუსიების გამართვას იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას უკავშირდება. პროექტის ფარგლებში სულ გაიმართა 16 საინფორმაციო შეხვედრა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
• არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მასწავლებელთა შესაბამისი პროფესიული ცოდნით აღჭურვის გზით. ამისათვის ჩატარდა გენდერული ტრენინგი, რომლის მიზანიც იყო განათლების ეროვნული და რეგიონული დონის პრაქტიკოსების გენდერული ცნობიერებისა და მგრძნობელობის გაზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტრენინგის მონაწილეების მიერ განათლების პროცესში არსებული გენდერული უთანასწორობის გააზრებას და ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიების შემუშავებას სასწავლო პროცესში გენდერული მიდგომების დანერგვისა და გენდერულად კორექტული სასკოლო გარემოს მისაღწევად. გენდერულ ტრენინგებში სულ 232 - მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების ყველა არაქართულენოვანი სკოლიდან.
• პოლიტიკის დოკუმენტის გამოცემა. იგი ხელმისაწვოდმია როგორც ელექტრონულად ისე ბეჭდურად. ორგანიზაციის მიერ გამოცემული პოლიტიკის დოკუმენტი წარმოდგენს საქართველოში არსებული არაქართულენოვანი სკოლებისა და იქ დასაქმებული მასწავლებლების მდგომარეობის ანალიზს, ქვეყანაში განხორციელებული ინტერვენციების მიმოხილვას როგორც ზოგადად მასწავლებლების, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების კუთხით, არსებული პრობლემების განხილვასა და რეკომენდაციებს არსებული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანაბარი პირობების შექმნის უზრუნველსაყოფად. პოლიტიკის დოკუმენტის ელ-ვერსია http://cciir.ge/upload/editor/file/jurnali%20%20bilingvuri%20/axali%20dokumenti.pdf
• პროექტის ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტები.