2014
დასრულებული

პროექტი: "თანამედროვე ტექნოლოგიები წიგნიერების განვითარებისთვის საქართველოში"
თარიღი: 2014
სტატუსი: დასრულებული

 

პროექტი "თანამედროვე ტექნოლოგიები წიგნიერების განვითარებისთვის საქართველოში" განხორციელდა ფონდ ” ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებით.

პროექტი გულისხმობდა შემუშავებული დონეებად დაყოფილი წიგნების "კითხვის კიბის" სხვადასხვა ტექნოლოგიური აპლიკაციების შექმნას, ისევე როგორც მის გახმოვანებას და კითხვის სისწრაფის გაუმჯობესაბაზე ორიენტირებას. პროექტის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (კომპიუტერები, აიფონები, აიპოდები, ტაბლეტები და სხვა თანამედროვე ელექტრონული წიგნის საკითხავი მოწყობილებები) ხელი შეუწყოს მოსწავლეებში წიგნიერების განვითარებას.

ამოცანები:
• შეიქმნას წიგნიერების განვითარებისთვის დამხმარე სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს საინტერესო საკითხავი წიგნების წვდომას არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ გახმოვანებული ტექსტების თვალსაზრისითაც და ამავე დროს მასალა ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის გარეშე. ეს სერვისი გათვალისწინებულია როგორც უმცირესობათა წარმომადგენლობისათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად კომპიუტერთან მუშაობა. ვინაიდან საკითხავი ტექსტები სამენოვანია, აუდიოვერსიების მოხმარება შეეძლებათ როგორც ეთნიკური უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს.
• არსებული ვებგვერდის (www.reading.ge) დახვეწა და გამდიდრება აუდიოტექტსებით;
• ელექტრონული წიგნის შექმნა სხვადასხვა თანამედროვე პლატფორმებისთვის (Apple, Amazon Kindle და სხვა EPUB ფორმატის ელექტრონული წიგნების წამკითხველი მოწყობილობებისთვის).
• ქართული ენის პოპულარიზაციის, შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა - ენის შემსწავლელებისთვის თანამედროვე მეთოდებითა და საშუალებებით მიწოდება.

პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდა:
• მასალის გახმოვანება ვებგვერდზე (www.reading.ge) განთავსებული დონეებად დაყოფილი 416 ტექსტის გახმოვანება. აუდიომასალის ინტეგრირება ვებგვერდზე ტექსტთან სინქრონში.
• პროგრამული მოდულის შექმნა სხვადასხვა პლატფორმაზე საკითხავი და მოსასმენი ტექსტების წვდომის ინტერნეტის გარეშე უზრუნველსაყოფად შეიქმნა პროგრამული მოდული, რომლის საშუალებითაც ხდება არსებული ელექტრონული მასალის კონვერტაცია ელექტრონულ წიგნებად, რომელიც თავსებადია Apple, Amazon Kindle და სხვა EPUB ფორმატის ელექტრონული წიგნების წამკითხველ მოწყობილობებთან და ამ წიგნებს მოწყობილობებში გახდის ხელმისაწვდომს იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მოწყობილობას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. პროგრამა ინტეგრირებულია მოსწავლეთა ბუკებში და ყველა მოსწავლისთვისაა ხელმისავდომი. პროგრამის CD ვერსია აგრეთვე დაურიგდათ სკოლებს (2100 ეგზემპლარი) და მხედველობის პრობლემების მქონე მოსწავლეებს (1000 ეგზემპლარი).
• პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროდუქტების პრეზენტაცია და სამიზნე ჯგუფებისთვის მოხმარების წესების გაცნობა პროექტის შედეგების გასაცნობად და გამოყენების წესების გასაცნობად შეხვედრები ჩატარდა რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რაიონულ ცენტრებში), ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, უმცირესობათა და უნარშეზღუდულთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან.
• დაწყებითი კლასის მასწავლებელთათვის საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისში ტრენინგ-შეხვედრის ორგანიზება შემუშავებული პროდუქტის სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენების მიზნით სულ გაიმართა 12 ტრენინგი. თითო ტრენინგს დაესწრო რეგიონის 30 დაწყებითი კლასის მასწავლებლები და საგანმანათლებლო რესურს ცენტრების მეთოდისტები. მომზადებული მეთოდისტები და მასწავლებლები უზრუნველყოფენ მომავალში ინფორმაციის გავრცელებას სხვა მასწავლებელში და მათ დახმარებას შემუშავებული პროდუქტის სასწავლო პროცესში ჩართვის თვალსაზრისით.

მოსალოდნელი შედეგები :
• პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მოსწავლეებში წიგნიერების განვითარებას.
• ხელმისაწვდომი გახდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კითხვის პროგრამები, რაც უფრო სახალისოს, საინტერესოს და ეფექტურს გახდის კითხვის პროცესს.
• ხელმისაწვდომი გახდება აუდიოტექსტები კითხვის უნარების განსავითარებლად და კითხვის სისწრაფის გასაუმჯობესებლად.
• ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა ინფორმაციული თუ მხატვრული ტექსტები მხედველობის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის.
• ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეების შეძლებენ ქართულ ენაში არა მხოლოდ კითხვის, არამედ მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებას.
• მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კითხვის უნარების ეფექტურად განვითარების შესახებ.
• მოხდება უფრო აქტიურად ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში წიგნიერების განსავითარებლად.

მეტი ინფორმაცია http://www.reading.ge
https://www.facebook.com/reading.ge