2013
დასრულებული

პროექტი: „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის /სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“
თარიღი: 2013
სტატუსი: დასრულებული

 

მასწავლებელთა პროფესიული გაცვლითი პროგრამა „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის /სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“ დაფინანსებულია ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ (OSCE HCNM).

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ის ხელს უწყობს განათლების სისტემაში ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელებასა და რეფორმის მიზნების მიღწევას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და საქართველოს ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების თანამშრომლობას.

პროექტის სამიზნე ჯგუფები:
I ჯგუფი: არაქართულენოვანი სკოლების ეთნიკური უმცირესობების დაწყებითი კლასების (I-VI) 40 მასწავლებელი (აქედან 20 - ქვემო ქართლისა და 20 სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან).
II ჯგუფი: თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების ქართული სკოლების დაწყებითი კლასების (I-VI) 40 ქართველი მასწავლებელი.

ბენეფიციარები:

საქართველოს მასშტაბით 80 - მდე სკოლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების 1-6 კლასის მოსწავლეები.

პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების დაწყებითი კლასების 40 მასწავლებელი 1 თვით გაემგზავრა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. ამ პერიოდის განმავლობაში სომეხი და აზერბაიჯანელი მასწავლებლები ქართულ სკოლებში დაწყებითი კლასის ქართველ მასწავლებლებთან ერთად მუშაობდნენ: დაესწრნენ კოლეგების მიერჩატარებულ გაკვეთილებს და მონაწილეობა მიიღეს გაკვეთილის დაგეგმვისა და მსვლელობის პროცესში.