პროექტი: ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე
თარიღი: 2013
სტატუსი: დასრულებული
კვლევა - ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.
კვლევის მიზანი: საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ინტერკულტურული მგრძნობელობის დონის განსაზღვრა და მათგან განსხვავებული სხვადასხვა ჯგუფების მიმართ მათი დამოკიდებულებების შესწავლა.
ამოცანები: მასწავლებელთა ინტერკულტურული მგრძნობელობის დადგენა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით; იმ მეთოდებისა და სტრატეგიების გამოვლენა, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ მოსწავლეებში ინტერკულტურული მგრძნობელობის განსავითარებლად და მულტიკულტურული მიდგომების დასანერგად მათთან ინტერვიუების ჩატარების გზით; ყველა იმ ხარვეზის გამოვლენა, რომელიც უკავშირდება ინტერკულტურული განათლების სხვადასხვა ასპექტს სწავლების პროცესში მასწავლებელთა ინტერვიუების, მოსწავლეთა და მშობელთა ფოკუსჯგუფების მეშვეობით.
კვლევის მეთოდები:
სახელმძღვანელოების ანალიზი სამაგიდე კვლევით (17 სახელმძღვანელო)
მასწავლებელთა გამოკითხვა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით (სულ 400)
მასწავლებელთა ინტერვიუები (სულ 65)
ფოკუსჯგუფები მოსწავლეებთან და მშობლებთან (სულ13)
სამიზნე ჯგუფები: საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლები მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ 27557 პედაგოგი 2053 საჯარო სკოლიდან (შეირჩა 400 პედაგოგი).
კვლევის ანგარიშის ელ.ვერსია http://cciir.blogspot.com/