2013
დასრულებული

პროექტი: „საქართველოში მულტილინგვური განათლების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება“
თარიღი: 2013
სტატუსი: დასრულებული

 „საქართველოში მულტილინგვური განათლების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება“ - პროექტი ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის (HCNM) დაფინანსებით განხორციელდა. დოკუმენტური ფილმი „საქართველო: ერთი სახელმწიფო, მრავალი ენა - როგორ გადავლახოთ ენობრივი ბარიერი“, რომელიც საქართველოში ენობრივი პოლიტიკისა და განათლების სფეროში HCNM - ის ათწლიან გამოცდილებას ასახავს, ეუთომ 2012 წელს გადაიღო.

პროექტის მიზანი: მულტილინგვური განათლების რეფორმაში ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლება რეფორმის გრძელვადიანი სტრატეგიისა და პერსპექტივების შესახებ, სადაც ასევე წარმოჩენილია ჩართული მხარეების კონტრიბუცია. ფილმის მიზანია ამ სფეროში ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ის უპირატესობები, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, ის გამოწვევები, რომლებიც მულტილინგვური განათლების რეფორმის განხორცილებას ახლავს თან. ასევე გააცნოს ის აქტივობები, რომლებიც ხორციელდება ამ რეფორმის ფარგლებში.

სამიზნე ჯგუფები/ბენეფიციარები:
• შეხვედრების 500- ზე მეტი მონაწილე სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან (რაიონის სკოლის მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, რაიონის რესურს ცენტრებისა და „ენის სახლების“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულმა პირები).
• განათლებისა და მეცნერების სამინისტროს წარმომადგენლები, რეფორმის ავტორები;
• განათლების ექსპერტები.
• განათლების/მულტიკულტურული განათლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტის ამოცანები (შესრულებული აქტივობები):
• ფილმის ჩვენება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. სულ 21 შეხვედრის გამართვა ამ რეგიონების რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში.
• მიზნობრივი აუდიტორიისთვის დისკუსიების მოწყობა ნაჩვენები დოკუმენტური ფილმისა და ზოგადად, მულტილინგვურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ და მათგან რეკომენდაციების მიღება, რათა განათლების მესვეურთათვის სამომავლო ვალდებულებები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული.
• სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში გამართული დისკუსიების მოკლე ვიდეო კოლაჟის მომზადება.
• პროექტის შედეგების წარდგენა და საბოლოო პრეზენტაცია.

ძირითადი მიგნებები:
• პრობლემები, რომლებიც რეფორმის არათანმიმდევრულობას უკავშირდება მკაფიო და ნათელია ადგილობრივი სასკოლო და საგანმანათლებლო საზოგადოებისათვის.
• ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები.
• სახელმძღვანელოების სირთულე. რთული ტერმინები. მასალა უნდა ყოფილიყო ადაპტირებული, მაგრამ არ არის.
• სახელმძღვანელოებში ქართული ტექსტი საკმაოდ რთულია, მასწავლებლებს უწევთ თარგმნა და გამარტივება.
• სახელმძღვანელოებში (განსაკუთრებით ისტორიის და გეოგრაფიის) ბევრია ტიპოგრაფიული შეცდომები.
• ხშირ შემთხვევებში მასწავლებლები უგულებელყოფენ ხელმძღვანელოებში ქართულ ნაწილს.
• სახელმძღვანელოების თარგმანასთან დაკავშირებული ხარვეზები (რთულად ნათარგმნი).
• მასწავლებლებისთვის მეთოდური მასალების არ არსებობა.
• სწავლების მეთოდიკის არ ცოდნა.
• ენის არ ცოდნა (მასწავლებლებმა არ იციან ქართული).
• მასწავლებლების კომპეტენცია (არ არინ ბილინგვური მასწავლებლები/არ არიან მზად ბილინგვურად ასწავლონ) / არაპროფესიონალიზმი / შესაბამისი კადრების არ არსებობა.
• ნაკლები ინფორმირებულობა ბილინგვურ განათლებაზე.
• ქართველებთან კომუნიკაციის ნაკლებობა.
• ზოგ შემთხვევაში: იდენტობის დაკარგვის შიში/მშობლიური ენის ქართული ენით ჩანაცვლების საფრთხე.
• მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ნაკლები კომუნიკაცია (მხოლოდ მშობლებს აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ეხმარებიან ერთმანეთს).
• გარდა მთელი რიგი პრობლემებისა სკოლაში შესაბამისი გარემოც (ინფრასტრუქტურა) არ არსებობს იმისათვის რომ რეფორმა წარმატებულად განხორციელდეს
• ბილინგვური განათლების პოლიტიკის აუცილებლობასა და სახელმწიფო ენის ფლობის აუცილებლობას აღიარებს მიზნობრივი ჯგუფების აბსოლუტური უმრავლესობა.

რეკომენდაციები:
• ბილინგვური მოსამზადებელი ჯგუფები (მათ შორის სკოლამდელიც)
• სასწავლო პროცესში პროგრამული მულტფილმების ჩართვა (სერიებად)
• ადგილზე მასწავლებელთა ტრენინგების ჩატარება/მათი გადამზადება
• სასწავლო პროცესის მუდმივი მონიტორინგი (ბილინგვური გაკვეთილების)
• სახელმძღვანელოებში ტექსტების/მასალის გამარტივება (“ძალიან მარტივი ენით იყოს დაწერილი ქართულად ნათარგმნი მასალა...”)
• დამხმარე ბილინგვური მასწავლებელი (“ორივემ ერთად უნდა ჩაატაროს გაკვეთილი...გადაინაწილონ ფუნქციები..”)
• მეთოდიკის სწავლება
• მეთოდური მასალების მიწოდება
• ღონისძიებები: გაცვლითი პროგრამები, სპორტული შეჯიბრებები, გარე აქტივობები...
• რეფორმის ეტაპობრივად განხორციელება
• მშობლების აქტიური ჩართვა/დაინტერესება სასწავლო პროცესში
• ბილინგვური მასწავლებლებისთვის მოტივაციის ამაღლება (ხელფასის მომატება)
• ქართული ენის შემსწავლელი კურსების არსებობა
• ქართული ტელეარხების ხელმისაწვდომობა
• აუცილებელია რეგულარული საინფორმაციო კამპანიის წარმოება ბილინგვური განათლების მნიშვნელობის გააზრებისა და სწორად წარმართვის ხელშესაწყობად.

 

youtubeნახეთ ფილმი: