2012, 2013
დასრულებული

პროექტი: წიგნის „სკოლა და საზოგადოება“ თარგმნა და გამოცემა
თარიღი: 2012-2013
სტატუსი: დასრულებული

 

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა წიგნი „სკოლა და საზოგადოება“. წიგნი წარმოადგენს „თიჩერ კოლეჯ პრესის“ მიერ გამოცემული ხუთი წიგნისგან შემდგარი სერიის „ვიფიქროთ განათლების საკითხებზე“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. მოცემული გამოცემა რიგით მეხუთეა.

წიგნის თარგმნა, გამოცემა და დაბეჭდვა დაფინანსებულია საქართველოს აშშ - ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში. თარგმანზე მუშაობდნენ: სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე და ცენტრის პროგრამების მენეჯერი - ნათია გორგაძე. წიგნის რედაქტორია კახა გაბუნია.

წიგნი წარმოადგენს წინა გამოცემების განახლებულ და განვრცობილ ვერსიას. მასში ნათლად არის ჩამოყალიბებული და განხილული თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი საკითხები. სახელმძღვანელო წარმოადგენს არაჩვეულებრივ ინსტრუმენტს ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში არსებული საკითხებისა და პრობლემების გასაანალიზებლად. იგი ეხმარება მოქმედ და მომავალ მასწავლებლებს ლოგიკურად დაუკავშირონ თეორია პრაქტიკას. „სკოლა და საზოგადოების“ მეხუთე გამოცემაში ასევე განხილულია უამრავი რეალისტური ქეისი, სასწავლო გეგმასთან, ეთიკასთან, სკოლასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა ფილოსოფიური შეხედულება. წიგნში წარმოდგენილი დიალოგები და ღია შეკითხვების კრებული მკითხველს საშუალებას მისცემს გააანალიზოს სკოლისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებული საკითხები.

სულ დაიბეჭდა 1000 ეგზემპლარი

წიგნის ელ.ვერსია http://uninet.ge/images/pdf/school_and_society.pdf

წიგნის პრეზენტაცია შედგა გორის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის უნივერსიტეტებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნები აღნიშნულ უნივერსიტეტებს საჩუქრად გადაეცათ.