პროექტი: "აქტიურ მოქალაქეთა სკოლა"
თარიღი: 2011-2012
სტატუსი: დასრულებული
"აქტიურ მოქალაქეთა სკოლა" CCIIR - ისა და "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" (nGnI) ერთობლივი პროექტია. პროექტის მიზანი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის დონის გაზრდა, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და მათი ინიციატივების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში „საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდებისათვის სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდა. ექვსი კვირის განმავლობაში (11/06/2011- 17/07/2011) ახალციხეში კონკურსის შედეგად შერჩეულმა 25-30 აქტიურმა ახალგაზრდამ, რომელთა უმრავლესობას ახალქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ, სატრენინგო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის გზამკვლევი“. სახელმძღვანელოში მოცემულია მაგალითები, რომლებიც პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება და განსაზღვრავს არასამთავრობო სექტორის როლს აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. სახელმძღვანელო დაეხმარება ახალგაზრდებს სწორად წარმართონ სამოქალაქო აქტივოებები არასამთავრობო ორგანიზაციის გზით.