2011, 2012
დასრულებული

პროექტი: „გახდი თანამონაწილე“ (Go and Participate)
თარიღი: 2011-2012
სტატუსი: დასრულებული

 პროექტი „გახდი თანამონაწილე“ (Go and Participate) განხორციელდა ამერიკის განვითარების ფონდის (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დონორობით.
პროექტის მიზანი: ეროვნული უმცირესოებების წარმომადგენელ ახალგაზრდების სამოქალაქო შეგნებისა ამაღლებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილების ხელშეწყობა.
პროექტის მონაწილეები: უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც განათლების საშეღავათო პოლიტიკის შედეგად 2010-2011 წლებში ჩაირიცხნენ სასურველ უნივერსიტეტში. 600-მდე სტუდენტს შორის შეირჩა 30 ლიდერი სტუდენტი, რომელიც ბათუმში 5 დღის განმავლობაში გადაემზადნენ სამოქალაქო აქტივობისა და მონაწილეობის საკითხებში, ისწავლეს სამოქალაქო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების სტრატეგიები. პროექტის ფარგლებში CCIIR - ის მიერ მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „გახდი თანამონაწილე - გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის“, რომლის მიზანია აქტიურ ახალგაზრდებს გააცნოს პრაქტიკული მაგალითები, მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასვა ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ. ეს დაეხმარება ახალგაზრდებს მათი ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად მოიძიონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ რომელიმე ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დასახონ საკუთარი სამომავლო გეგმები.