პროექტი: “მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა”
თარიღი: 2010-2011
სტატუსი: დასრულებული
პროექტი “მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა” ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გააუმჯობესოს განათლების ხარისხი არაქართულენოვან სკოლებში, კონკრეტულად კი დაეხმაროს საქართვლოს მთავრობას მულტილინგვური განათლების პოლიტიკის განხორციელებაში, მეთოდური მასალების და ტრენინგების უზრუნველყოფაში განათლების სფეროს წარმომადგენელთა და მასწავლებელთათვის. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს არაქართულენოვანი სკოლები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობების განხორციელება: ა) მოსწავლეების ენის პორტფოლიოს 1-12 (თვითშეფასების ინსტრუმენტი მოსწავლეებისთვის) შემუშავება. ბ) მეთოდური მასალების „ენის შეფასება და ტესტირება“ შექმნა; გ) 50 საპილოტე სკოლის 50 ქართული ენის მასწავლებლისთვის სატრენინგო სესიების დაგეგმვა და განხორციელება ენის შეფასებასა და ტესტირებაში. დ) ქართული ენის კურსებისათვის სასწავლო მასალების შემუშავება; ე) ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 26 საპილოტე სკოლის მინიმუმ 156 მასწავლებლისათვის ქართული ენის კურსების ჩატარება. ვ) ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების, ბილინგვური განათლების პროგრამის მომზადების, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით მომზადდებიან განათლების რესურს ცენტრისა და ენის სახლების თანამშრომლები. ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე რეგიონალურ საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება პროგრამა "კონფლიქტის პრევენცია".