2010
დასრულებული

პროექტი: “არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა მულტილინგვური განათლების რეფორმის პროცესში”
თარიღი: 2010
სტატუსი: დასრულებული

 პროექტი “არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა მულტილინგვური განათლების რეფორმის პროცესში” ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს არაქართულენოვან სკოლებს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწყებული
მულტილინგვური და ინტერკულტურული განათლების რეფორმის პროცესში. პროექტის
კონკრეტული ამოცანებია: (ა) სასწავლო გეგმებში, სახელმძღვანელოებსა და შეფასების სისტემაში ინტერკულტურული ასპექტების ასახვის ხელშეწყობა; (ბ) მეთოდიკური მასალების შექმნა ინტერკულტურული სწავლებისა და ბილინგვური განათლების მეთოდიკაში; (გ) მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინტერკულტურული და ბილინგვური სწავლებისმეთოდიკაში.