პროექტი: არაქართულენოვანი სკოლების ჩართვა განათლების რეფორმაში
თარიღი: 2010
სტატუსი: დასრულებული
პროექტი ,,არაქართულენოვანი სკოლების ჩართვა განათლების რეფორმაში’’ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით. პროექტი ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას: 1) ვებგვერდის www.ganatleba.ge -ის ფუნქციონირება ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება იმ პროექტების და ტენდერების შესახებ, რომლებიც შეეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს. მნიშვნელოვანია კითხვა/პასუხის ბლოგი, რომლის საშუალებითაც განათლების სპეციალისტები და ექსპერტები გასცემენ პასუხებს დაინტერესებულ პირებს (მასწავლებლებს, დირექტორებს, სტუდენტებს, მშობლებს). 2) პროექტის ფარგლებში იგეგმება ‘’მართვის სახელმძღვანელოს‘’ შექმნა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 125 სომხური და 110 აერბაიჯანული სკოლა მიიღებს აღნიშნულ სახელმძღვანელოს. 3) პროექტის ფარგლებში 235 არაქართულენოვანი სკოლის დირექტორი მონაწილეობას მიიღებს 1 დღიან ტრენინგში, რომელიც შეეხება სკოლის მართვის საკითხებს. სულ იგეგმება 11 ტრენინგის ორგანიზება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 8 ოლქში. პროექტის მოსალოდნელი შედეგები: 1) ჟურნალ „მასწავლებლის“ აზერბაიჯანული და სომხური ვერსიების შექმნა. 2) 200 გვერდიანი მოცულობის სკოლის მართვის სახელმძღვანელოს შექმნა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.